რეფლექსიები

რეფლექსია ელექტრონული რესურსისათვის
,,წყალი“
რესურსი განკუთვნილია  VIII კლასში ფიზიკის გაკვეთილზე  თემისთვის ,,წყალი“.  იგი შექმნილია ესგ-ის მე-8 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად. 
რესურსი წარმოადგენს პროგრამა  ,,PowerPoint”-ში აწყობილ სლაიდებს,  სადაც აქტიურად არის გამოყენებული  ანიმაციები , რომლებსაც შესაბამის წარწერებთან ერთად აქვს გახმოვანებაც.  სასწავლო რესურსის ასეთი ფორმა  მოსწავლეებს  უადვილებს აღქმას, ეხმარება საკითხის ანალიზსა და შეფასებაში.
რესურსი ,, წყალი“ მიზნობრივი, საინტერესო და სახალისოა, რაც იწვევს  მოტივაციის გაზრდას მოსწავლეებში, ისინი აქტიურად ერთვებიან სწავლა-სწავლების პროცესში, ხალისით ეცნობიან წყლის თვისებებს-აგრეგატულ მდგომარეობებს. ასევე იგებენ რა არის წყლის ანომალია, რა როლი აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის. ამ ყველაფრით მოსწავლეებს უჩნდებათ წყალზე (გარემოზე) მზრუნველობითი დამოკიდებულება.
რესურსი მრავალჯერადი და მარტივი გამოსაყენებელია. ამისთვის საკმარისია კომპიუტერი, პროექტორი და მონიტორი. იმდენად, რამდენადაც რესურსში ასახულია წყლის აღნაგობის, გავრცელების, გამოყენების, ატმოსფეროში მისი წრებრუნვის ამსახველი  ანიმაციები, მისი გამოყენება მცირე მოდიფიცირებისას შეუძლიათ შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის პედაგოგებსაც. 
აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებს ანალიზის, სივრცესა და დროში ტრანსფორმაციის, ცოდნის კატეგორიზაციის უნარების განვითარებას. რესურსის გამოყენებით მიიღწევა ესგ-ის მიხედვით გათვალისწინებული შემდეგი საგნობრივი სასწავლო შედეგები:
      ფიზ. VIII.8.
       მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგეტული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა
       შედეგი თვალსაჩიმოა, თუ მოსწავლე: • ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს; • აანალიზებს დნობა-გამყარების, აორთქლება-კონდენსაციის პროცესებს, რაოდენობრივად აღწერს მათ;




რეფლექსია რესურსისათვის
,,ბერკეტი“

       ელექტრონული სასწავლო რესურსი ,,ბერკეტი“ შექმნილია პროგრამა ,,PowerPoint“ - ის გამოყენებით მე8 კლასში ფიზიკის გაკვეთილზე თემის ,,ბერკეტი“ შესწავლისას გამოსაყენებლად. რესურსი უსაფრთხოა, შეესაბამება მოსწალეთა ასაკობრივ თავისებურებებს და მთლიანად ეფუძნება ესგ-ის საგნობრივ სასწავლო სტანდარტს:
ფიზ. VIII. 6.   მოსწავლეს შეუძლია სხეულთა წონასწორობის და მარტივი მექანიზმების მოქმედების პრინციპის დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:  ცდების საშუალებით იკვლევს სხეულთა წონაწსორობის სახეებს, ადარებს მათ ერთმანეთს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;  ამზადებს ბერკეტის მარტივ მოდელს, გამოთქვამს ჰიპოთეზას მათი მოქმედების პრინციპის შესახებ და ამოწმებს ცდებით;  აღწერს მარტივ მექანიზმებს (უძრავი და მოძრავი ჭოჭონაქი, ბერკეტი) და მოიპოვებს ინფორმაციას მათი გამოყენების შესახებ ყოფა-ცხოვრებაში;  აფასებს მარტივი მექანიზმის მარგი ქმედების კოეფიციენტს;  ეძებს ბერკეტის ანალოგიას ორგანიზმში და აღწერს მათ;  ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
რესურსი გაჯერებულია ანიმაციებით, რომელთა დახმარებითაც სრულად არის განხილული ბერკეტი, მისი სახეები, მოქმედების პრინციპი და წონასწორობის პირობები. ასევე კარგად არის ნაჩვენები და გამოკვეთილი ბერკეტის ანალოგიები ცოცხალ ორგანიზმებში, ჩანს  ყოფა-ცხოვრებაში ბერკეტის გამოყენების მაგალითები. ყოველივე ამის გათვალისწინებით რესურსი არის ეფექტური საშუალება მოსწავლეთა საგაკვეთილო თემით დაინტერესებისა, მოტივაციის ამაღლებისა და მათი სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობის ხარისხის გაზრდისათვის. ეს კი რა თქმა უნდა გაკვეთილს გახდის საინტერესოს და მიმზიდველს. ასეთ ვითარებაში მოსწავლე არა მხოლოდ უბრალოდ სწავლობს, არამედ  მონაწილეობს ცოდნის შექმნაში. ასე ლოგიკურად თანდათან მაღლდება მისი ცნობიერება, უვითარდება ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები.


რეფლექსია რესურსისათვის
,, კონვექცია“
 ისეთი მოქალაქის აღზრდისათვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს, აუცილებელია,  სწავლა-სწავლების პროცესი ისე წარვმართოდ, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს მყარი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებაში. ფიზიკის სწავლებისას ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ცდებსა და ექსპერიმენტებთან ერთად არის მიზანმიმართულად შერჩეული თვალსაჩინო მასალა, რადგან ვიზუალური აღქმა აადვილებს მოვლენის შეფასებას.
პროგრამა ,,PowerPoint”-ით ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსი ,,კონვექცია“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. აღნიშნული რესურსის საშუალებით მოსწავლე ხედავს კონვექციის მოვლენას, ეცნობა მოვლენის გამოყენების მაგალითებს, უჩნდება სურვილი გაიგოს მეტი. იზრდება მისი მოტივაცია და საგაკვეთილო პროცესში ხალისით ერთვება, იწყებს აქტიურ აზროვნებას და  ცოდნის კონსტრუირებას.
რესურსი ,,კონვექცია“ განკუთვნილია მე-8 კლასისთვის. იგი მიზნობრივი, ეფექტიანი, უსაფრთხო და ყველასთვის მისაწვდომია. მისი მოხმარებისთვის საკმარისია კომპიუტერი, მონიტორი და პროექტორი. რესურსი ინტერაქტიურია. სლაიდებს შორის პაუზისას  მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვას. მომდევნო სლაიდზე მოცემულია სწორი პასუხი.
ელექტრონული რესურსი ,,კონვექცია“ მრავალჯერადი მოხმარებისაა. მისი გამოყენება მცირე შესწორებებით შეიძლება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის გეოგრაფიის გაკვეთილზეც.
რესურსი შექმნილია ესგ-ის სტანდარტის შესაბამისი შემდეგი მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით:
     ფიზ.VIII.8. მოსწაავლეს შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა
    შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:  ატარებს ცდებს სხვადასხვა ნივთიერების სითბურ გაფართოებაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;  აღწერს ბრიზის წარმოქმნას და სათბურის ეფექტს;


რეფლექსია რესურსისათვის ,, სითბური ძრავები“
რესურსი ,,სითბური ძრავები“ შექმნილია VIII კლასისთვის სითბური ძრავების, მათი მუშაობის პრინციპის ადვილად გაგებისა და შესწავლის მიზნით.  თემის ახსნისას მცირე ცვლილებების შეტანით (ოდნავი გართულებით) შეიძლება მისი გამოყენება XI კლასშიც. რესურსი მრავალჯერადი და ადვილად გამოსაყენებელია.
აღნიშნული რესურსის დახმარებით გაკვეთილი ხდება უფრო საინტერესო და სახალისო. იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია - მეტი შეიტყონ სითბური ძრავების შესახებ, ადვილად იაზრებენ შესასწავლ  საკითხს; იზრდება საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობა,  აკეთებენ ადეკვატურ დასკვნებს;
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია: 
რესურსი მარტივად გამოსაყენებელია. საკმარისია მხოლოდ კომპიუტერი, პროექტორი და მონიტორი. მისი გამოყენება რეკომენდირებული და ეფექტურია ახალი გაკვეთილის ახსნის ფაზაში. მოსწავლეებს გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ ვაჩვენებ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების სურათებს, ამით ისინი ხვდებიან, რომ საუბარი იქნება რაღაც მოწყობილობაზე , რომელიც საერთოა ყველა ზემოთ ნანახი მანქანისათვის. 
შემდეგ სლაიდზე ჩანს ორთქლმავალი. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს ისტორიაში ცნობილ საუბარს ორთქლმავლის გამომგონებელ სტეფენსონსა და მის მეგობარ გეოლოგ ბუგლანდს შორის და სვამს კითხვას: ,,როგორ ფიქრობთ, რას მოჰყავდა მოძრაობაში ორთქლმავალი?“ მოსწავლ.ეები გამოთქვამენ ვარაუდებს. პასუხის დასაზუსტებლად აკვირდებიან და აღწერენ მომდევნო  სლაიდზე ასახულ მოვლენას, აკეთებენ დასკვნას სითბური გარდაქმნის შესახებ. მასწავლებელი აზუსტებს რა არის სითბური ძრავა და ასევე სლაიდების დახმარებით აცნობს ძრავას მუშაობის პრინციპს,  მის სახეებს და მარგი ქმედების კოეფიციენტს. მოსწავლეები ასევე სლაიდებით აკვირდებიან სითბური ძრავების უარყოფით ზემოქმედებას   გარემოზე. 
აღნიშნული ელექტრული რესურსი არის ეფექტური  ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ გარდაიქმნება შინაგანი ენერგია მექანიკურად. რა პირობებია აუცილებელი პროცესის გამეორების და შესაბამისად მოძრაობისათვის. ამასთანავე, არის ინტერაქტიური. მოსწავლეები უშუალოდ სლაიდების ნახვისას თავად აკეთებენ აღმოჩენებს და  დასკვნებს.   რესურსი არის  მასწავლებლისთვის დამხმარე საშუალება  მიაღწიოს  ესგის მიხედვით განსაზღვრულ შემდეგ სასწავლო შედეგებს:
        ფიზ. VIII..9. 
მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების    შესახებ მსჯელობა.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                            განასხვავებს ფორმებს (მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული) და ჩამოთვლის მათი გამოყენების მაგალითებს;  ჩამოთვლის ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნის  მაგალითებს;  მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის მიერ ენერგიის                                           გარდაქმნისა და გამოყენების შესახებ;  მოიპოვებს ინფორმაციას მისთვის ნაცნობ გარემოში არსებული ბუნებრივი ენერგიის წყაროების შესახებ და სახავს მათი გამოყენების გზებს;  მოიპოვებს ინფორმაციას ადამიანის მიერ ენერგიის გარდაქმნისა და გამოყენების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე და ამზადებს რეფერატს;

რესურსის შექნისათვის გამოყენებული დამხმარე მასალა: 
                        “           სახელმძღვანელო  „  ფიზიკა-8 „    რ. ქანთარია    ლ. ჩიჩუა
                        “          https//en.wikipedia.org/wiki/Steam_engin
                       “            WiKipedia/Diezel_engine 





რეფლექსია ელექტრონული რესურსისათვის
,, წნევა სითხეებში
ზიარჭურჭელი“
ელექტრონული რესურსი ,,წნევა სითხეებში, ზიარჭურჭელი“ განკუთვნილია მე7კლასისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლების გაკვეთილზე  ანალოგიური თემის შესწავლისთვის. იგი შექმნილია ესგ-ის   VII კლასის  სასწავლო სტანდარტის შესაბამისად:
 ბუნ. VII.10      მოსწავლეს შეუძლია წნევის დახასიათება.
      შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:   ატარებს ცდებს სხეულთა მიერ წარმოებულ წნევაზე დასაკვირვებლად, აანალიზებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;     ქმნის მოდელს და პრაქტიკული ამოცანის გადასაჭრელად მსჯელობს    სხეულის მიერ წარმოებული წნევის შემცირების ან გაზრდის აუცილებლობაზე, მოჰყავს მაგალითები;  ატარებს ცდებს ( ქმნის მოდელებს) და აკვირდება სითხეებსა და აირებში                                          წნევის განაწილებას. დაკვირვების შედეგებს აანალიზებს და გამოაქვს          შესაბამისი დასკვნები;  მოჰყავს პასკალის კანონის გამოყენების მაგალითები ტექნიკიდან და ყოფაცხოვრებიდან;  ამზადებს მარტივ მოდელს და ხსნის ზიარჭურჭლის მოქმედების პრინციპს;  მსჯელობს წნევის მნიშვნელობის შესახებ ორგანიზმის გარემისთან შეგუებულობაში;  ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად;
       რესურსი აგებულია ისე, რომ მისი გამოყენებით შეიძლება გაკვეთილზე წინარე ცოდნის გააქტიურება და ახალი ცოდნის კონსტრუირება. ყოველ სლაიდს ერთვის შეკითხვა, რომლის სწორ პასუხამდე მოსწავლე ასევე შეკითხვის (დამაზუსტებელი) გზით ან სლაიდზე დაკვირვებით მივა. აღნიშნული რესურსი ინტერაქტიურია, მოსწავლეს უწევს დაფიქრება, გაგება-გააზრება, ის აქტიურად ერთვება სწავლასწავლების პროცესში. გაკვეთილი ხდება დინამიური და სახალისო. რესურსის საშუალებით შესასწავლი  საკითხის  ვიზუალურად აღქმა და მასზე დაფიქრება მოსწავლეებს ეხმარება მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. ასეთნაირად შეძენილი ცოდნა საშუალებას მისცემს მოსწავლეს შეძლოს მისი ტრანსფორმაცია სიტუაციის შესაბამისად. 
      აღნიშნული რესურსი უსაფრთხო,  ადვილად ხელმისაწვდომი  და მრავალჯერადი გამოყენებისაა. მისი გამოყენება მოსწავლეს დამოუკიდებლადაც შეუძლია. გაკვეთილზე რესურსის მოხმარებისთვის საკმარისია კომპიუტერი, პროექტორი და მონიტორი.








No comments:

Post a Comment